ყველაზე ცუდი სტარტი ისტორიაში

პეპი რთულ მდგომარეობაშია

მიმდინარე სეზონი პეპ გუარდიოლასთვის მის პირად ისტორიაში ყველაზე ცუდად მიმდინარეობს.

 

ნიუკასლთნ 2:2-ის შემდეგ, სიტი ლივერპულს უკვე 11 ქულით ჩამორჩა.

 

„არ ვფიქრობ ხოლმე, რომ ესა თუ ის თამაში აუცილებლად უნდა მოვიგოთ, ნებისმიერ გუნდთან ჩემი მიზანი სწორედ ეს არის,“ - თქვა პეპმა

 

პრემიერლიგაში 14 შეხვედრის შემდეგ - 29 ქულა - ეს გუარდიოლას ისტორიაში ყველაზე დაბალ შედეგიანი სტარტია. ამ შეხვედრებში 3 მარცხიცაა, რაც მისთვის ასევე ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

 

„ჯადოქარი არ ვარ და არ ვიცი ლივერპულს დავეწევით თუ ვერა,“ - ეს სიტყვები პეპმა ნოემბერში, ენფილდზე მარცხის შემდეგ თქვა.

 

მიმდინარე 14 შეხვედრაში სიტიმ უკვე 16 გოლი გაუშვა. შედარებისთვის, გასულ სეზონში, ამ დროს მიღებული მხოლოდ 6 გოლი ჰქონდა.