ვინ გახდება წლის ფეხბურთელი? ინფორმაციამ გაჟონა

ბევრისთვის მოულოდნელი, ბევრისთვის მოსალოდნელი

ბარსელონას ფორვარდი ლეო მესი 2019 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებული გახდება. ამის შესახებ The Mirror-ი იუწყება. ბრიტანული წყარო გვამცნობს, რომ ინტერნეტში გავრცელდა ფოტო, სადაც ხმის მიცემის საბოლოო შედეგებია და პირველ ადგილზე სწორედ არგენტინელია. მეორე პოზიციაზე ვირჯილ ვან დეიკი გახლავთ, მესამეზე მოჰამედ სალაჰი, კრიშტიანუ რონალდუს კი მეოთხე ადგილით დაკმაყოფილება მოუწევს. შეგახსენებთ, რომ მესი აქამდე 5-ჯერ (2009; 2010; 2011; 2012; 2015) დასახელდა წლის საუკეთესო ფეხბურთელად.

 

 

32 წლის ფორვარდი ბრწყინვალე ფორმაშია. ამ სეზონში მესიმ ბარსას მაისურით 14 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა. აქვე გეტყვით, რომ ოქროს ბურთის გამარჯვებული ოფიციალურად 2 დეკემბერს გამოვლინდება.