ეროვნული ლიგა: სტატისტიკა, ციფრები

ეროვნული ლიგა (ფლეი–აუტებს თუ არ ჩავთვლით) დასრულდა. 36 ტურის 180 მატჩში გავიდა 472 გოლი, ანუ საშუალოდ 2,62 ერთ შეხვედრაში.

ყველაზე დიდი სხვაობა: ტორპედო – სიონი 7:0

 

ყველაზე უხვგოლიანი მატჩი: ტორპედო – ჩიხურა 5:3

 

ჰეთ–თრიქი მხოლოდ ორჯერ ვიხილეთ:  ლევან კუტალია (დინამო–საბურთალო 4:2), ბუდუ ზივზივაძე (ტორპედო–სიონი 7:0)

 

ფეხბურთელები, რომლებმაც სეზონის 36–ივე მატჩი შეუცვლელად ჩაატარეს. ასეთი ორია: ბათუმის დინამოს მეკარე მიხეილ ალავიძე და თბილისის დინამოს ესპანელი მცველი ვიქტორ მონხილი. ასევე 36–ივე შეხვედრაში გახლდათ ლოკომოტივის ფორვარდი ირაკლი სიხარულიძე და მხოლოდ ერთხელ შეცვალეს.  

 

დიდი ანგარიშით ყველაზე მეტჯერ (7) მოიგო საბურთალომ. ყველაზე ბევრჯერ კი წააგო სიონმა – 9–ჯერ.  

 

უმაღლეს ლიგაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდსმენია ლუკა რაზმაძე – 453. რაზმაძე 35 წლისაა და გორის დილაში თამაშობს.

 

 

ბომბარდირები

 

20 – კუტალია (დინამო თბ)

17 – ფლამარიონი (დინამო ბთ)

16 – სიხარულიძე (ლოკომოტივი)

13 – ზივზივაძე (ტორპედო/მეზოკოვეშდი)

12 – ქავთარაძე (ტორპედო/დინამო თბ), შენგელია (დინამო თბ/ ქონიასფორი)

11 – დიასამიძე (საბურთალო)

10 – შინდაგორიძე (საბურთალო, შახტიორი ბელარუსი)

 

საგოლე პასები

 

8 – ფორტესი (დილა), დ.კირკიტაძე (ლოკომოტივი), სამურკასოვი (ლოკომოტივი), სარდალიშვილი (ჩიხურა), ნინუა (დინამო თბ)   

7 – ალთუნაშვილი (საბურთალო), სიჭინავა (რუსთავი)