ენტონი, ანტეტოკუმპო - კვირის მოთამაშეები

პორტლენდში გადასვლამდე, ენტონის ბოლო ტესტი 2018 წლის 8 ნოემბრით თარიღდებოდა. 

კარმელო ენტონი აზრზე მოდის. და, ვეტერანთან ერთად - პორტლენდიც. ფორვარდმა ცუდი სტარტის შემდეგ აკრიფა და ტრეილ ბლეიზერსმაც მოგება დაიწყო. სახიფათო ტრენდი დასავლეთის მკვლელი კონფერენციისთვის.

კარმელო ენტონი ბოლო კვირის საუკეთესოდ დაასახელეს. აღმოსავლეთში მილუოკის ბოსი იანის ანტეტოკუმპო გამოარჩიეს. ეს მოსალოდნელი იყო. იანისმა დაგლიჯა.

პორტლენდმა სამივე გარჩევა მოიგო და კარმელოს საშუალო სტატისტიკა 22.3 ქულა, 7.7 მოხსნა და 2.7 პასი იყო. ენტონიმ გამოასწორა თამაშიდან ზუსტი სროლების პროცენტიც. და, 2014 წლის 10 მარტის შემდეგ, კარმელო პირველად დაასახელეს კვირის საუკეთესოდ. მაშინ, მისტერ ენტონი ნიქსის ლიდერი იყო.

ენტონიმ პორტლენდში უკვე 6 თამაში ჩაატარა. საშუალოდ - 17.7, 6.6 და 2.0 პასი. პორტლენდისთვის იდეალური სტატისტიკა. და, ენტონი 36 წუთზე მეტს იღებს. კარგი სტამინა უთამაშებელი ვარსკვლავისგან.

კარიერის დახურვის შემდეგ, ენტონი დიდების დარბაზში შევა. ფეხით შეაღებს კარს.

პორტლენდში გადასვლამდე, ენტონის ბოლო ტესტი 2018 წლის 8 ნოემბრით თარიღდებოდა. ჰიუსტონთან ერთად.

ხანდახან, ისინი ბრუნდებიან.

იანისი - 34.8 ქულა. 11.3 მოხსნა. 4.0 პასი. 1.5 დაფარება. მონსტრი, რომელმაც მილუოკის ოთხივე თამაში წამოღებინა.

და, ბაქსი აღმოსავლეთის ფავორიტია. თან, იქ აღარ არის კავაი.