საქართველოს ნაკრები? წავალთ მწვადებზე...

კიევის დინამოსა და უკრაინის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ვიქტორ ლეონენკომ ევრო-2020-ის წილისყრა შეაფასა. 

ლეონენკო საფეხბურთო ექსპერტად მუშაობს ტელევიზიაში. როგორც იცით, საქართველო თუ ევროპაზე გავა, ერთ-ერთი მეტოქე ჯგუფში სწორედ უკრაინა ეყოლება. ასევე, ჰოლანდია და ავსტრიაც (ეს იმ შემთხვევაში, თუ რუმინეთი ვერ გავა ფლეი-ოფის A გზიდან).

 

„უაზრო და გაუგებარი წილისყრა იყო. ზოგიერთი მეტოქეები უკვე ვიცოდით. აი, მარტში ვინ შეგვხვდება, არ ვიცი. კოსოვო თუ გავა, სერიოზული გუნდია. საქართველო თუ გავა, ყველანი მწვადის საჭმელად წავალთ... არ ვიცი, ვინაა იიმ ოთხეულში ფავორიტი, რადგან ზოგიერთებს შინ თამაშის უპირატესობა აქვთ. ვინც არ უნდა გავიდეს, მეოთხე გუნდი შედარებით სუსტი იქნება. ცუდი ისაა, რომ ჰოლანდიას ამსტერდამში ვხვდებით“.

 

მოკლედ, ლეონენკომ ოთხეულიდან კოსოვი გამოარჩია, სერიოზული მეტოქეაო. საქართველოზე კი უცნაურად გამოუვიდა...