17–წლამდელები: მეტოქეები ელიტაზე...

გაიმართა 17–წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის წილისყრა (არაუმეტეს 2003 წელს დაბადებულებისა). 

გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილ საქართველოს ნაკრებს მარტში, ჯგუფში მეტოქეებად ეყოლებიან ინგლისი, ბელგია და რუმინეთი. ჯგუფის მასპინძელი – ბელგია. 

 

შეგახსენებთ, საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩიტაურის გუნდმა ერთი გოლიც კი ვერ გაიტანა, მაგრამ ოთხ საუკეთესო მესამეადგილოსანს შორის მოხვდა და გავიდა.  

 

ელიტრაუნდი გაზაფხულზე გაიმართება, 8 ჯგუფის პირველადგილოსანი და პლუს 7 მეორეადგილოსანიც გავა ფინალურ ეტაპზე. მათ დაემატება მასპინძელი ესტონეთი, ანუ ფინალური ეტაპი იქნება 16–გუნდიანი და გაიმართება 21 მაისიდან 6 ივნისამდე. მოკლედ, ფორმატის მიხედვით, აქ გასვლის მეტი შანსია...