ესპანეთში მესის წინააღმდეგ საქმე აღიძრა

მესიმ ოქროს ბურთთან ერთად სასამართლო პროცესიც მიიღო...

ABC.es-ის ინფორმაციით, ესპანეთში, მესის საქველმოქმედო ორგანიზაციის წინააღმდეგ საქმე აღიძრა.

 

მოსამართლე მარია ტარდონმა არგენტინიდან დაკითხვაზე ფედერიკო რეტორი დაიბარა, რომელიც მესის, მამამისს, მის ძმასა და სხვა ადამაინებს ფულის გათეთრებასა და სხვა ეკონომიკურ თაღლითობაში ადანაშაულებს. ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, ეს ორგანიზაცია ფულს არა საქველმოქმედო მიზნებში, არამედ პირადი საჭიროების მიხედვით ხარჯავდა.

 

წყაროს ინფორმაციით, ფონდმა უცხოელებთან გაფორმებული კონტრაქტით ასევე გადასახადების გადახდა აიცილა და ასე დაახლოებით 10 მილიონი ევრო მიიღო.

 

ფონდის ყოფილმა თანამშრომელმა მესის წინააღმდეგ სარჩელი აქამდეც შეიტანა, თუმცა მტკიცებულებების არ არსებობის გამო საქმე შეწყდა.