ტენერიფე დაუმარცხებელია! შერმადინის მორიგი შესანიშნავი მატჩი!

გიო შერმადინი ჩემპიონთა ლიგაში დაუმარცხებელია

ევროპის საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაში, ტენერიფე გერმანულ ბამბერგს დაუხვდა. ესპანური გუნდი ფავორიტი იყო და, საბოლოოდ, ეს სტატუსი გაამართლა კიდეც. გადამწყვეტი მესამე მეოთხედი გამოდგა, სადაც ტენერიფე წინ 9 ქულით გაიჭრა.

 

კვლავინდებურად, თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო გიო შერმადინი იყო. ქართველმა პარკეტზე 24 წუთი გაატარა, რა დროშიც 19 ქულა (8/12 ორქულიანი (66.67%); 3/3 საჯარიმო) და ხუთი მოხსნა მიითვალა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 17 იყო.

 

ტენერიფეს შემადგენლობაში საუკეთესო იტალიელი მარჩელინო უერტასი გამოდგა, 25 წუთსა და 33 წამში მის ანგარიშზე 6 ქულა, 2 მოხსნა და 13 შედეგიანი გადაცემაა, მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 18 ჰქონდა.

 

საბოლოოდ 82:64

 

7 დეკემბერს, შემდეგ მატჩს ტენერიფე ესპანეთის საკალათბურთო ლიგაში გამართავს, სადაც საკუთარ კედლებში მურსიას დაუხვდება.