რონალდუ: ყველაფერი ახლა იწყება

კრიშტიანუ გაჩერებას არ აპირებს

2 დეკემბერს ლეო მესიმ ოქროს ბურთი მოიგო. არგენტინელმა აღნიშნული ჯილდო მეექვსედ დაისაკუთრა და ამით კრიშტიანუ რონალდუს გადაასწრო, რომელიც წლის საუკეთესო ფეხბურთელად ხუთჯერ დაასახელეს.

 

ამ თემაზე პორტუგალიელს El Chigitaro-ს ჟურნალისტმა ჰკითხა დასრულდა თუ არა მასსა და ლეოს შორის პაექრობა, რაზეც მეგავარსკვლავმა მიუგო, რომ ყველაფერი ახლა იწყება.

 

 

იუვენტუსის ფორვარდმა ამ სეზონში 16 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა, რაც შეეხება მესის, არგენტინელი თავს 14 შეხვედრაში შეგდებული 11 ბურთით იწონებს.