კოლხეთი ცალი ფეხით მესამე ლიგაშია, გურია დარჩენისთვის იბრძვის

განმეორებითი შეხვედრები 10 დეკემბერს გაიმართება

დღეს, 4 დეკემბერს ეროვნული ლიგა 2-ის პლეიოფები გაიმართა. ლიგა 3-ში მე-2 ადგილზე გასული სამგურალი ფოთის კოლხეთს ესტუმრა და 3:0 დაამარცხა. გოლები ლევან კაკულიამ, ილია ახვლედიანმა და ლაშა კუჭუხიძემ გაიტანეს. განმეორებითი მატჩი 10 დეკემბერს წყალტუბოში გაიმართება.

 

მეორე მატჩში,დარჩენისთვის მებრძოლი ლანჩხუთის გურია დუშეთის არაგვს ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. ეს ერთადერთი გოლი მე-9 წუთზე ემანუელ იაგრიმ გაიტანა. აქვე გეტყვით, რომ ამ გუნდებს შორის მეორე დაპირისპირება 10 რიცხვში ჩატარდება.