არველაძემ უზბეკეთში ჰეთ-თრიკი შეასრულა

ქართველმა მწვრთნელმა ამ სეზონში მესამე ტიტული მოიგო

შოთა არველაძის დამოძღვრილმა ფახთაქორმა ამ სეზონში მესამე ტიტული მოიგო. ქართველის გუნდი უზბეკეთის ლიგის თასის ფინალში AGMK-ს დაუპირისპირდა და 6:2 დაამარცხა.

 

სათქმელია, რომ ტაშკენტელებს შესანიშნავი სეზონი გამოუვიდათ. ფახთაქორმა აღნიშნული ტიტულის გარდა, ქვეყნის თასი და ჩემპიონატიც მოიგო. ქართველის შეგირდებმა უზბეკეთის პირველობაზე 69 ქულა დააგროვეს და 75 გოლი გაიტანეს.