სანჩო სამშობლოში ბრუნდება - ინგლისელთა სატრანსფერო რეკორდი

ლონდონის ჩელსი სანჩოსთვის სარეკორდო თანხას ამზადებს

Goal.com-ის ინფორმაციით, ლონდონის ჩელსი დორტმუნდის ბორუსიას შემტევის, ჯეიდონ სანჩოს შეძენას აპირებს.

 

წყაროს ცნობით, ბრიტანული გრანდი ახალგაზრდა შემტევის სანაცვლოდ კოლოსალურ თანხას ამზადებს - აბრამოვიჩის გუნდმა საკუთარი სატრანსფერო რეკორდი უნდა დაამყაროს. შეგახსენებთ, რომ ლონდონელთა ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია ესპანელი მეკარე, კეპა არისაბალაგა - ლურჯებმა მასში 72 მილიონ ფუნტზე მეტი გადაიხადა. 


ჩელსის გარდა, სანჩოსთვის მანჩესტერ იუნაიტედიც იბრძოლებს, თუმცა ფავორიტებად ლურჯები ითვლებიან. ლონდონელთა თავკაცი, ფრენკ ლამპარდი ფეხბურთელის გადმობირებას უახლოეს მომავალში შეეცდება.

 

მიმდინარე სეზონში 19 წლის ინგლისელმა 19 შეხვედრაში ითამაშა. მის ანგარიშზეა 7 გოლი და 9 საგოლე პასი.