კარგი, მაგრამ უგოლო მატჩი

უგოლო ფრე ბოლნისში

ეროვნული ლიგის ფლეი-ოფში ბოლნისის სიონმა სამტრედიას უმასპინძლა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდებმა არაერთი სახიფათო მომენტი შემოგვთავაზეს, მატჩი უგოლოდ დასრულდა.

 

შეხვედრა იმერელთა უპირატესობით დაიწყო და შეტევაშიც უმეტესად კაჭარავას შეგირდები აქტიურობდნენ, თუმცა შემდეგ სიონმა მოუმატა და სეფიაშვილსაც მოუწია თამაშში ჩართვა. მატჩის ყველაზე რეალური მომენტი 91-ე წუთზე შეიქმნა, როცა დიმიტრი ტატანაშვილმა ახლო მანძილიდან თავით დაარტყა, თუმცა ბურთი კარს ასცდა.

 

ბოლო წუთებში სიონი უტევდა, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე შეკრებილმა მაყურებელმა გოლი ვერ იხილა.

 

ამ გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა 11 დეკემბერს სამტრედიაში გაიმართება.

 

სიონი 0:0 სამტრედია

 

ფოტო: სალომე ბალახაშვილი