მეტოქე: ბელარუსმა თებერვალი დაგეგმა

ბელარუსის ნაკრები ჩვენთვის აქტუალური თემაა, რადგან საქართველოს ნაკრებთან ელით ევროპის ჩემპიონატზე გამსვლელი ფლეი–ოფის ნახევარფინალი. 

ეს შეხვედრა, როგორც იცით, 26 მარტს თბილისში გაიმართება.

 

ბელარუსმა უკვე დაგეგმა მოსამზადებელი ეტაპი. 19–26 თებერვალს ექნებათ შეკრება. 23–ში დუბაიში ჩაატარებენ ამხანაგურ მატჩს უზბეკეთის ნაკრებთან, ხოლო 26 თებერვალს სოფიაში ბულგარეთს შეხვდებიან.

 

ასეთი შეკრება, ალბათ, საქართველოს ნაკრებსაც ექნება, ოღონდ ჯერ უცნობია, ვისთან იქნება ამხანაგურ(ებ)ი. ზოგადად, თებერვლის დროს ოპტიმალურ შემადგენლობას ფიზიკურად ვერ შეკრებ, რადგან კლუბები ვალდებულნი არ არიან, ფეხბურთელები ნაკრებში გამოუშვან.