სისხლჩაქცევა ბარსელონამდე

აზარი ელ კლასიკოს დააკლდებაო

18 დეკემბერს, ბარსელონაში, გადადებული ელ კლასიკო შედგება. პოლიტიკური მიზეზით გადადებულ მატჩს, თქმა რად უნდა, განსაკუთრებული ელფერი დაჰკრავს ხოლმე.

ბარსელონა - რეალის ფეხბურთელებს, მით უმეტეს ასეთი ამბების შემდეგ, აბა, შეფუცხუნება რაღად უნდათ, მაგრამ როცა არის შანსი,  მსოფლიოს ყველაზე დიდი დაპირისპირება ერთერთმა დიდმა ფეხბურთელმა გამოტოვოს, კია საწყენი. 

ეს-ესაა გავრცელდა ცნობა, რომ რეალის ბელგიელი ვარსკვლავი ედენ აზარი, შესაძლოა, თავის პირველ ელ კლასიკოს ტრავმის გამო დააკლდეს. მას ფეხზე სისხლჩაქცევები აქვს და თავდაპირველად 10-დღიანი უქმობა რომ გამოუწერეს, აღმოჩნდა, ოთხიდან ექვს კვირამდე მკურნალობა სჭირდება.

ითქვა, რომ რეალს ბარსელონაში სავარაუდოდ მარსელოც დაალდება. მას კუნთების პრობლემები აქვს და მოსაძლიერებლად 10-12 დღე უნდა.