VAR-ს ერთა ლიგაზეც ვნახავთ

სიახლე უეფასგან

უეფას ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ევროპის ერთა ლიგის მატჩებში მსაჯებს VAR-ის გამოყენების საშუალება ექნებათ.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალშია გასული. ვლადიმირ ვაისის გუნდი 26 მარტს დინამო არენაზე ბელარუსს დაუპირისპირდება, მოგების შემთხვევაში კი კოსოვოს ან მაკედონიას. აქვე გეტყვით, რომ ფინალის მასპინძელი საქართველო - ბელარუსს შორის გამარჯვებული იქნება.