ფოლაუ და ავსტრალიის რაგბის კავშირი მორიგდნენ

თუ დააშავა კომპენსაცია რატომ გადაუხადეს?

ავსტრალიური რაგბის ლეგენდა იზრაელ ფოლაუ სოციალურ ქსელებში გაკეთებული განცხადებების გამო ავსტრალიის რაგბის კავშირმა ნაკრებიდან ჯერ კიდევ აპრილის თვეში მოკვეთა. მას კონტრაქტი კლუბმაც გაუწყვიტა და ავსტრალიური რაგბის ყველა რეკორდის მომხსნელი მოთამაშე უსაქმოდ დარჩა.

 

ცხადია, ფოლაუმ თავი დაჩაგრულად იგრძნო და სასამართლოში იჩივლა. შედეგად, ავსტრალიის ნაკრების ყოფილმა ფულბეკმა იაპონიაში გამართული მსოფლიოს თასი გამოტოვა. ფოლაუ თავდაპირველად 10 მილიონ ავსტრალიუr დოლარს ითხოვდა. თუმცა, რამდენიმე დღის წინათ ეს თანხა 14 მილონამდე გაზარდა. აქაოდა, მსოფლიოს თასზე ნაკრების კაპიტანი უნდა ვყოფილიყავიო.

 

ერთი სიტყვით, ამ აჟიოტაჟს და გაწევ-გამოწევას ბოლო ახლახან მოეღო. ფოლაუსა და ავსტრალიის რაგბის კავშირს შორის მოლაპარაკება შედგა. ორივე მხარემ ბოდიში მოიხადა. თუმცა, ავსტრალიის რაგბის კავშირმა მორაგბეს კომპენსაცია მაინც გადაუხადა. თანხის ოდენობა არ სახელდება - კონფიდენციალურიაო.

 

შეგახსენებთ, რომ ისრაელ ფოლაუმ როგორც ღრმად მორწმუნე ქრისტინმა საკუთარი ტივტერის გვერდზე დაწერა, რომ:
"ლოთები, ნარკომანები, მოღალატეები, მამათმავლები და მატყუარები თუ ცოდვებს არ მოინანიებენ ჯოჯოხეთში მოხვდებიან. მორწმუნე კაცი ვარ და ჩემი რელიგია ასე მასწავლის".