კლიჩკო: ჯოშუა აუცილებლად დაბრუნდება

კლიჩკომ ჯოშუას და რუისის მოახლოებულ ბრძოლაზე ისაუბრა

მძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, ვლადიმირ კლიჩკომ, ენდი რუისისა და ენტონი ჯოშუას მოახლოებულ განმეორებით ბრძოლაზე ისაუბრა.

 

"ჯოშუა მძიმე წონაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ენტონი ჩემთვის კრივის ნამდვილი სახეა. რაც შეეხება მის მოწინააღმდეგეს - რუისმა შეძლო ის, რასაც არავინ ელოდა. ამ სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო წარმოდგენა ვიხილეთ. ის (რუისი) აუტსაიდერი იყო, თუმცა მან ჯოშუა დაამარცხა.

 

წარმოუდგენელი ბრძოლა გველოდება. ჩვენ ორი უძლიერესი მოკრივე გვყავს, მაგრამ თუ ერთ-ერთის არჩევას მთხოვენ - ცალსახად, ენტონი. დარწმუნებული ვარ, ის აუცილებლად დაბრუნდება", - განაცხადა ლეგენდარულმა უკრაინელმა.

 

შეგახსენებთ, რომ 2018 წლიდან კლიჩკო ჯოშუას გუნდის წევრია.

 

anthony joshua klitschko TEAM MEMBER-ის სურათის შედეგი

 

ენდი რუისი - ენტონი ჯოშუას ბრძოლა 7 დეკემბერს გაიმართება.