ჩაკვეტაძე: უფრო ძლიერი დავბრუნდები

გიორგი ჩაკვეტაძე სათამაშოდ მზადაა. ბელგიურ პრესაში გამოჩნდა ფოტო და ქართველის მოკლე კომენტარი:

 

„უფრო ძლიერი დავბრუნდები“.

 

ჩაკვეტაძემ ბოლოს 30 იანვარს ითამაშა ბელგიის თასის ნახევარფინალში, მას მერე კი ამ უნიჭიერესი ფეხბურთელის მოედანზე ნახვა მოგვენატრა. იყო ოპერაცია, ხანგრძლივი რეაბილიტაცია.

 

გენტს 7 დეკემბერს ზულტე-ვარეგემთან ელის მატჩი, ხოლო 13-ში ევროპა ლიგაზე ოლექსანდრიას უმასპინძლებს. ზოგადად, წელს ჯამში 5 მატჩი აქვს ჩასატარებელი.  

 

"90 წუთი ვერა, მაგრამ 15–20 წუთი თამაში შემიძლია. მზად ვარ და ამას ვგრძნობ. ძალიან რთული პერიოდი მქონდა, მაგრამ უფრო ძლიერი დავბრუნდები. მომენატრა გელამკო არენაზე (გენტის სტადიონი) თამაში".