მერე რა, რომ 38 წლისაა

38 წლის ხოაკინმა ბეტისთან კონტრაქტი გააგრძელა. გუნდის კაპიტანს გაისად ზაფხულს უმთავრდებოდა ხელშეკრულება, ბეტისმა კი 2021 წლის ზაფხულამდე გაგრძელება შესთავაზა და შეთანხმებაც შედგა.

ხოაკინს წლები ბევრს არაფერს აკლებს. ამ სეზონშიც კარგად თამაშობს: 14 მატჩი, 3 გოლი, 2 საგოლე პასი...

 

ხოაკინმა სწორედ ბეტისში გაითქვა სახელი. ესპანეთის ნაკრებში კი ჯერ კიდევ 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაიბრწყინა, მაგრამ სწორედ მან გააცუდა პენალტი კორეასთან და ამით გავარდა ესპანეთი... ისე კი, პენალტებამდე ვინ მიიყვანდა საქმეს, რომ არა მსაჯი ჯამალ განდური - სასწაულები მოიმოქმედა კორეელთა სასარგებლოდ.

 

ვალენსია, მალაგა, ფიორენტინა - ხოაკინი ამ გუნდებშიც თამაშობდა.