ფავორიტი გამოიკვეთა

მანჩესტერ იუნაიტედი შესაძლოა გუნდის ყოფილმა ფეხბურთელმა ჩაიბაროს

ჟოზე მოურნიომ მანჩესტერის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა და ახლა საფეხბურთო საზოგადოების უდიდესი ნაწილი იმაზე ფიქრობს, თუ ვინ დაიკავებს მის ადგილს. ექსპერტები რამდენიმე კანდიდატს ვარაუდობენ, თუმცა ჯერ-ჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით ახალი არაფერია.

 

ახლახანს The Mirror-ში დაიწერა, რომ მანჩესტერი შესაძლოა ლორან ბლანმა ჩაიბაროს. მეტიც, აღნიშნულ გამოცემაში ამბობენ, რომ ფრანგი მანჩესტერის მწვრთნელობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.

 

ცნობისთვის, ფრანგი სპეციალისტი ფეხბურთელობისას ერთი ხანობა იუნაიტედის ფეხბურთლი გახლდათ. წითელი ეშმაკების ღირსებას იგი 2001-03 წლებში იცავდა. რაც შეეხება ბლანის სამწვრთნელო კარიერას, 2007-10 წლებში იგი ბორდოს მწვრთნელი გახლდათ, მომდევნო ორი წელი საფრანგეთის ნაკრებს თავკაცობდა, ხოლო 2013-16 წლებში პსჟ-სთვის ირჯებოდა.

 

აქვე გეტყვით, რომ ბრიტანულ გრანდს სეზონის ბოლომდე, მაიკლ კერიკი უხელმძღვანელებს.