დიდი კუშები

ერთ სეზონში საშუალოდ – 41.6 მილიონი.

რამდენიმე დღეში ნიუ იორკ იანკიზი პიტჩერ გერიტ კოულს 6-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს. კოულმა მოქმედი ფინალისტის, ჰიუსტონის შემდგენლობაში ისტორიული სეზონი ჩაატარა. ბოლო მომენტში ამერიკული ლიგის საუკეთესო პიტჩერად მისი თანაგუნდელი, ვეტერანი ჯასტინ ვერლანდერი დაასახელეს, მაგრამ კოული იყო ტერორი.

რომელიც გახდა თავისუფალი აგენტი და ჰიუსტონში არ დარჩება. ასტროსიდან იანკიზში.

და ახალი კონტრაქტით, გერიტმა 6 სეზონში გერიტმა 250 მილიონი დოლარი უნდა მიიღოს.

ერთ სეზონში საშუალოდ – 41.6 მილიონი.

ახალი რეკორდი ბეისბოლში. ახალი რეკორდი პროფესიულ გუნდურ სპორტში.

ერთ სეზონში აღებული საკონტრაქტო ქეშით რეკორდი მოკრივე კანელო ალვარესს ეკუთვნის - ის, საშუალოდ 75 მილიონ დოლარზე იჯდა.

კოულამდე სპორტის ისტორიაში 10 ყველაზე მკვლელი (საერთო ღირებულებით) კონტრაქტიდან 9 ბეისბოლისტებს აქვთ.

ჩამოვყაროთ.

10. რობინსონ კანო (სიეტლი, ბეისბოლი) – 240 მილიონი დოლარი, 10 სეზონში.

9. მიგელ კაბრერა (დეტროიტი, ბეისბოლი) – 248, 8.

8. ალექს როდრიგესი (ტექსასი, ბეისბოლი) – 252, 8.

7. ნოლან არენადო (კოლორადო, ბეისბოლი) – 260, 8.

6. ალექს როდრიგესი (იანკიზი, ბეისბოლი) – 275, 8.

5. მენი მაჩადო (სან დიეგო, ბეისბოლი) – 300, 10.

4. ჯანკარლო სტენტონი (მაიამი, ბეისბოლი) – 325, 13.

3. ბრაის ჰარპერი (ფილადელფია, ბეისბოლი) – 330, 13.

2. კანელო ალვარესი (კრივი) – 365, 5.

1. მაიკ ტრაუტი (ლოს ანჯელესი, ბეისბოლი) – 430, 12.