42

არსენალს ანტირეკორდამდე ნაბიჯი აშორებს

1977 წლის 16 აპრილს დაიბადა არსენალის მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი ფედერიკ ლიუნგბერგი. 1977 წელსვე იყო შემთხვევა როცა ლონდონელ მეთოფეებს ზედიზედ ათი მატჩი ვერ მოეგოთ. 

და აი, 42 წლის შემდეგ არსენალი საკუთარი ანტირეკორდის გამეორებასთან ერთ ნაბიჯშია... სამშაბათს არსენალი ვესტ ჰემს სტუმრობს და სავარაუდოდ იგივე მაჩვენებელს მივიღებთ, რაც ლიუნგბერგის დაბადებისას იყო - დიდი შანსია ლონდონურ დერბი არსენალისთვის ამ სეზონში მოუგებელი ზედიზედ მეათე მატჩი გამოდგეს.  

მეთოფეების კრიზისი კრისტალ პალასთან 27 ოქტომბრის საშინაო შეხვედრით დაიწყო და აგერ, ბრაიტონთან წუხანდელი 1:2 დამარცხებით გაგრძელდა. ამათ შორის კი არსენალმა ვერ მოუგო ლივერპულს, ვულვზს, გიმარაეშს, საუთჰემპტონს, ნორვიჩს, ხოლო ლესტერთან და აინტრახტთან მატჩები დათმო. 

გუნდის ჩავარდნამ ესპანელი მწვრთნელის უნაი ემერის გაშვება გამოიწვია, თუმც მათთვის სამწუხაროდ, ვითარება ვერც მისმა დროებითმა შემცვლელმა გამოასწორა. სადღეისოდ არსენალი 19 ქულით პრემირლიგის ცხრილის მე-10 საფეხურზეა.