ჩელსის ფანჯარა გაუღეს

ჯარიმა გაუნახევრეს

კარგი ამბავი ჩელსისთვის და მისი ქომაგებისთვის: სპორტულ-საარბრიტაჟო სასამართლომ კლუბისთვის ფიფასგან დადებულ სანქციაზე იმსჯელა და გამოაცხადა, რომ ის სატრანსფერო ბანი, რომელიც ორი სატრანსფერო ფანჯრის განვალობაში უნდა გაგრძელებულიყო, ერთამდე შემცირდა.

შესაბამისად ერთი ფანჯარა უკვე გასულია, ხოლო მეორე იავნარში იწყება და ლონდონურ კლუბს უკვე ჩველუბრივ შეეძლება ფეხბურთელთა მიდი-მოდიში ჩართვა.

 არბიტრაჟმა არისტოკრატებს გაუნახევრა ფულადი ჯარიმა, რომელიც ახლა 373.5 ათას ევროს შეადგენს. 

შეგახსენებთ, სატრანსფერო შეზღუდვა ჩელსის კლუბიდან კლუბში ახალგაზრდა ფეხბურთელების გადასვლისას აღმოჩენილი დარღვევების გამო დაუწესდა.