როდის ჩამოასხამენ მესის

არგენტინელს მადრიდთან ახლოს დადგამენ

ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაცია ბარსელონას არგენტინელი ვარსკვლავის ქამდაკებას დადგამს...

ეს ამბავი ფაქტობრივად გადაწყვეტილია, არის თავად ლეო მესის ნებართვაც, ქანდაკება მადრიდის მახლობლად, ქალაქ ლას როსასში ალფრედო დი სტეფანოს, პელეს, დიეგო მარადონას ძეგლების გვერდით აღიმართება.

საკითხავი მხოლოდ ისაა, ქანდაკებაზე მუშაობას ახლავე დაიწყებენ თუ მაშინ, როცა მესი კარიერას დაამთავრებს, ისევე როგორც ხსენებული სამეული. 

შეგახსენებთ, ლეო მესიმ ერთი კვირის წინ მეექვსედ მიიღო ოქროს ბურთი, რაც კრიშტიანუ რონალდუზე ერთით მეტია,  სხვათა შორის პორტუგალიურ მადეირაზე, კრიშტიანუს მშობლიურ მხარეში, უკვე დგას იუვენტუსის ვარსკვლავის ბიუსტი.