ლამპარდმა სატრანსფერო მიზნებზე ისაუბრა

ჩელსის იანვარში ტრანსფერების განხორციელება შეეძლება

ჩელსის მთავარი მწვრთნელი, ფრენკ ლამპარდი გახარებულია რომ სატრანსფერო ბანი მოეხსნა. ჩელსის უკვე იანვარში სასურველი ფეხბურთელების დამატების უფლება მიეცა.

 

„საკამათო არ არის, რომ კლუბმა ბევრი იმუშავა, რათა იანვარში ფეხბურთელების დამატების საშუალება გვქონოდა. ჩვენმა იურისტებმა საშუალება მოგვცეს, რომ სატრანსფერო ბაზარზე გაძლიერების შესაძლებლობა გვქონოდა, თუმცა ამჟამად შემადგენლობით კმაყოფილი ვარ.

 

ახლა არ მსურს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე საუბარი. იქამდე დრო ჯერ კიდევ არის და მოვიფიქრებთ,“ - თქვა ლამპარდმა.

 

შეგახსენებთ, რომ აღმოჩენილი დარღვევების გამო, 2019 წლის 22 თებერვალს FIFA-მ ორი სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში (2019 წლის ზაფხული და 2020 წლის ზამთარი) ლონდონურ კლუბს ფეხბურთელების გაფორმება აუკრძალა. ჩელსიმ ეს გადაწყვეტილება ორჯერ გაასაჩივრა - ივლისში ლონდონელებს უარი უთხრეს, ხოლო 6 დეკემბერს FIFA-მ ლურჯების საჩივარი დააკმაყოფილა და სასჯელი გააუქმა.