ტაისონი: ერთი კარგი დარტყმა საკმარისი იქნება

ტაისონმა რუისის და ჯოშუას მოახლოებულ ბრძოლაზე ისაუბრა

მძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, მაიკ ტაისონმა, ენტონი ჯოშუას და ენდი რუისის გასამართ განმეორებით ბრძოლაზე ისაუბრა.

 

„როგორც ვხედავ, ჯოშუა მშვიდად გამოიყურება. განცდილი მარცხის შემდეგ ის, როგორც კაცი და მებრძოლი, უფრო ძლიერი უნდა იყოს. საქმე მძიმე წონას ეხება - აქ ხელის ერთი კარგი მოქნევაც საკმარისია.

 

როდესაც ბევრ ძლიერ დარტყმას იღებ, მარტივად იფიტები. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს შენს სხეულს ტოვებ და უყურებ, თუ როგორ გირტყამენ - შენ კი ვერაფერს აკეთებ. ენტონის აქამდე მსგავსი შემთხვევა არ ჰქონია, მაგრამ ბოლო ბრძოლაში ის პანიკაში ჩავარდა, რამაც ეს შედეგი გამოიწვია“, - თქვა ტაისონმა.

 

ჯოშუა რუისის დაპირისპირება საუდის არაბეთში 7 დეკემბერს გაიმართება.

 

შეგახსენებთ, რომ ამ მოკრივეთა უკანასკნელი ბრძოლა მოულოდნელად, რუისის გამარჯვებით დასრულდა.