ფუტსალი - თელასმა ილიაუნი დაამარცხა

მოქმედმა ჩემპიონი ილიაუნის დაუპირისპირდა

ფუტსალის ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ილიაუნი ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, თელასს შეხვდა.

 

პირველი ტაიმი თელასის დამაჯერებელი უპირატესობით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.

 

3-ბურთიან ჰანდიკაპს მეორე ტაიმში კიდევ ერთი გოლი დაემატა. შეხვედრის დასრულებამდე, უნივერსიტეტელებმა ერთი გოლი გაქვითეს.

 

საბოლოოდ, მატჩი თელასის გამარჯვებით, ანგარიშით 4:1 დასრულდა.