ჩეფერინი: ეს ეგოისტობა და ფეხბურთის დანგრევაა

უეფას პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინი მადრიდის რეალის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესის ნათქვამს გამოეხმაურა. 

პერესმა განაცხადა, კარგი იქნება, ევროპის სუპერლიგა შეიქმნას და მხოლოდ ტოპ-5 ჩემპიონატის 20 გუნდი თამაშობდესო.

 

ჩეფერინს გაგონებაც არ უნდა:

 

„წავიკითხე ამ გიჟური იდეის შესახებ. უფრო ეგოისტური სქემის მოფიქრება წარმოუდგენელია... სუპერლიგა რომ შეიქმნას, ფეხბურთს დაანგრევს. საბედნიეროდ, ფეხბურთში ბევრი სწორად მოაზროვნე ადამიანია, რომლებიც ამ გეგმის განხორციელებას ხელს შეუშლიან“.

 

ისე, სხვა გუნდებს რომ შევეშვათ, საინტერესოა, ფლორენტინო პერესი ამსტერდამის აიაქსს რას უპირებს? ან პორტუს, ან ბენფიკას...