ელგუჯა ლობჯანიძე – ჩემპიონი ორთაბრძოლებში

ყაზახეთის გასულ სეზონში ყველაზე მეტი ორთაბრძოლა ელგუჯა ლობჯანიძემ მოიგო.

  საქართველოს ნაკრების ფორვარდი თარაზში თამაშობდა და რამდენიმე დღის წინ გადავიდა ახალ გუნდში: ევროპა ლიგაზე გასულ ქაისერში.

 

თარაზში კი სეზონის განმავლობაში 328–ჯერ მოიგო ორთაბრძოლა. ეს 751 მცდელობიდან. თან, გავითვალისწინოთ, რომ ლობჯანიძეს ტრავმის გამო რამდენიმე თამაში გაუცდა.

 

ელგუჯამ ჩემპიონატის 24 მატჩში 8 გოლი გაიტანა.