ისტორიაში მეოთხედ - რეალმა ბერნაბეუზე თეთრებით არ ითამაშა

აქამდე რომელი სამი მატჩი იყო?

ისტორიაში მეოთხედ რეალი ესპანიოლთან შეხვედრაში ბერნაბეუზე თეთრი ფორმით არ გავიდა - მადრიდელები მწვანე ფორმას ჩაიცვამენ. საქმე იმაშია, რომ ისინი კლიმატის ცვლილების სამიტის მხარდაჭერას ასე გამოხატავენ.

 

პირველად, მადრიდელმა გულშემატკივრებმა საყვარელი კლუბი ბერნაბეუზე თეთრი ფორმის გარეშე 1951 წელს, რივერ პლეიტთან თამაშის დროს ნახეს. არგენტინელები ტრადიციული ფორმით, თეთრ მაისურზე გამოსახული წითელი ლენტით გამოვიდნენ. თავდაპირველად, ბლანკოსის ფეხბურთელებიც თეთრებით გამოვიდნენ, თუმცა ფერების გარჩევის პრობლემა შეიქმნა, შებრუნდნენ და ლურჯებში გამოეწყვნენ. ის თამაში რივერმა 4:3 მოიგო.

 

 

10 წლის შემდეგ, მილიონერები მადრიდს კიდევ ერთხელ ეწვივნენ, რადგან რეალის მეკარე ხუანიტო ალონსო ღირსეულად გაეცილებინათ. აქ უკვე გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ - 3:2

 

მესამე შემთხვევა ამსტერდამის აიაქსთან იყო, სადაც სტუმრებს უფლება მისცეს თეთრი ფორმა ჩაეცვათ...