ბათუმის სტადიონი – ცოტაღა დარჩა...

ბათუმის დინამოს სტადიონის მშენებლობა დასკვნით ფაზაში შედის. დიდი ალბათობით, თებერვალში უკვე მზად იქნება, ან მაქსიმუმ მარტში...

დღეს სტადიონს სტუმრობდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და ქვეყნის პრემიერ მინისტრი გიორგი  გახარია. მათ სტადიონის დირექტორმა ჯაბა სურმანიძემ უმასპინძლა.

 

ბათუმის სტადიონის მშენებლობა გეგმით გათვალისწინებულზე სწრაფად მიმდინარეობს. კომპანია ანაგი აშენებს 2017 წლიდან.  შეგახსენებთ, სტადიონი სუფთა საფეხბურთო იქნება და 20 000 მაყურებელს დაიტევს.