ხაბიბი წლის შერკინებას დაესწრება

ხაბიბ ნურმაგომედოვი რუისი - ჯოშუას ჩხუბს დაესწრება

მსუბუქ წონაში UFC-ის ჩემპიონი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, ენდი რუისის და ენტონი ჯოშუას ბრძოლას დაესწრება. დაღესტანელი მოჩხუბარი საუდის არაბეთში საპატიო სტუმრის სტატუსით ჩავიდა.

 

"ხაბიბი ძვირფასი სტუმარია, ეს ჩვენთვის დიდი პატივია", - განაცხადეს ბრძოლის ორგანიზატორებმა.

 

შეგახსნებთ, რომ რუისი - ჯოშუას დაპირისპირება 8 დეკემბერს, თბილისის დროით ღამის 1:00 საათზე გაიმართება. მათი უკანასკნელი შერკინება რუისის მოულოდნელი გამარჯვებით დასრულდა.