საინტერესოა! 19 წლის ქართველი თავდამსხმელი საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში

საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში ქართველმა ითამაშა! დიახ, თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე - 19 წლის. 

ის მეცის ასაკობრივში იყო, მერე მეორე გუნდში და აი, მთავარ გუნდშიც დააწინაურეს. მიქაუტაძე საფრანგეთის მოქალაქეა. 

 

მეცის მეორე გუნდი საფრანგეთის ლიგა 3-ში გამოდის და გიორგიმ იქ 12 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა. აი, დაუფასეს და ძირითადში დააწინაურეს. ნიცასთან მატჩში განაცხადში იყო და 83-ე წუთზე ჩაერთო თამაშში...

 

მეცი საფრანგეთის უმაღლესში ბოლოდან მესამე ადგილზეა.