სუარესი: ეს ჩემს კარიერაში საუკეთესო გოლი იყო (ვიდეო)

ურუგვაელის გომა ყველა აღაფრთოვანა

ბარსელონას ფორვარდმა, ლუის სუარესმა მალიორკასთან მის მიერ ქუსლით გატანილი გოლი შეაფასა. 

 

ურუგვაელის ბრწყინვალე დარტყმას, მოწინააღმდეგის მეკარემ, მანოლო რეინამ მხოლოდ თვალი გააყოლა. კატალონიელთა დამრიგებელმა, ერნესტო ვალვერდემ კი თქვა, რომ თავდაპირველად ეს არა დარტყმა, არამედ პასი ეგონა

 

"ამაზე უკეთესი გოლი კარიერაში ჯერ არ გამიტანია

 

ისეთ პოზიციაში ვიყავი, რომ სხვაგვარად დარტყმას ვერ შევძლებდი. 

 

ვალვერდე მეუბნება ხოლმე, რომ ხანდახან იოლად გასატანი მომენტების რეალიზაცია მიჭირს, რთულების კი - პირიქით," - თქვა სუარესმა.