ჯოშუა და უაილდერი ერთმანეთის პირისპირ?

ეს ჩხუბი კრივის მშვენება იქნება...

ენდი რუიზთან გამარჯვების შემდეგ, ენტონი ჯოშუა წინ იყურება და დეონტეი უაილდერთან რინგზე დადგომა სურს

 

„რა თქმა უნდა, უაილდერთან ჩხუბი მსურს. ერთი სული მაქვს, მასთან რინგზე როდის გავალ.

 

მესმის, რომ ძალიან რთულია ყველა ქამარი გააერთიანო.  

 

დარწმუნებული ვარ, ენდი [რუიზი] თუ გაიმარჯვებდა PBC (Premier Boxing Champions) ძალიან მოსაწყენი იქნებოდა, თუმცა ჩვენ მოვედით და ამ საქმეში მცირე კორექტივები შევიტანეთ.

 

ვნახოთ რა მოხდება.

 

როდესაც საშუალება გაქვს აბსოლიტური მსოფლიო ჩემპიონი გახდე, რა თქმა უნდა, ეს გამოწვევა უნდა მიიღო,,“ - თქვა ჯოშუამ.