ლაშა ბექაური სამართალდამცავებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

 

ლაშა ბექაური: ერთი იძახდა ფაქტი ჩაუდეთ და კაპეზეში წაიყვანეთო

 

ახალგაზრდა ძიუდიოსტი ლაშა ბექაური სამართალდამცავებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მომხდარი დეტალურად აღწერა. აღსანიშნავია, რომ პოსტის დაწერიდან დაახლოებით 1 საათში ბექაურმა სტატუსი წაშალა.

 

აქვე ახალგაზრდა სპორტსმენის პოსტს გთავაზობთ.

 

„გუშინ, საღამოს მე და ჩემი მეგობარი საღამოს ვარჯიშის შემდეგ ვსეირნობდით მარჯანიშვილზე. სამი პოლიციელი იდგა ერთერთმა გაგვაჩერა თქვენი საბუთები წარმოგვიდგინეთო ძაან ნაგლად და ნაგლი მზერით, ჩემმა ძმაკაცმა ამოიღო პირადობა მევუთხარი არ მაქვს ძმაოთქო და ისევ ნაგლად მომმართა ძმაოთი რატო მომმართავო მეთქი აბა როგორ მოგმართო ჯიგრულად ძმაოთი მოგმართავ ხო მეთქი, შენო ესეთი ლაპარაკი ვინ გასწავლაო შე უზრდელოო, მეთქი უზრდელი შენ ხართქო და ამ დროს მომკიდეს ხელი ამ ორმა დაჭყეტილმა ნაგლმა ტიპმა ხელი და მითხრეს გამოგვყევიო,მე ვუთხარი მეთქი ნუ მეძალავებით მოგყვებითთქო და აგრძელებდნენ ჭიდაობას ისევ, ჩამტენეს მანქანაში ასე რომ ვთქვათ, და დაიწყეს, შენ არიცი როგორ უნდა გველაპარაკოო შენ კუნთები გერჩისო როგორც გეტყობა და ეგრევე გინება დამიწყეს მეც რათქმაუნდა წინააღმდეგობას ვუწევდი.

 

არ მეგონა ესე თუ მოიქცეოდნენ მეთქი წყნარად ჩამსვამენ მანქანაში მივალთ და ალბათ როგორც კანონს შეეფერება ამათი კანონების დედაც მოიქცევიანთქო და რას ვხედავ დამიწყეს გინება და ეგრევე დარტყმები დაიწყეს მეც რათქმაუნდა წინააღმდეგობა გავუწიე და მეც ვაგინებდი (ამათ თავს არ დავუხრიდი სულ რო მოვმკვდარიყავი) ორი მიჭერდა თან მირტყამდნენ ეს ორი ქათამი მერე რო ვეღარ მერეოდნენ მესამე ჩაისვეს და გააგრძელეს.ტიპები იმენა ეშმაკები, ეს წინ მძღოლი პანიკებში ვარდებოდა შენ არ იცი ჩვენ ვინ ვართო მეთქი დამარეკინეთ და აგრძელებდა გინებას იქვე სადღაც მგონი ვაგზალზე განყოფილებაში მიმიყვანეს.

 

უცებ ერთი შევარდა განყოფილებაში ვიფიქრე ვინმე შეგნებული გამოვა და დაველაპარაკები ნორმალურად ადამიანურად და კაცურად და რას ვხედავ გამოვარდა ხუთი კაცი და ყველამ რტყმა დამიწყო ერთად მეც რათქმაუნდა უკან არ ვიხევდი ვაგინებდი და ვაკეთებდი რაც შემეძლო იმ წუთას მანქანაშივე ვცდილობდი ამეხსნა რომ სპორტსმენი ვიყავი და და ჩვენი სამშობლო ბევრჯერ მისახელებია და ვესაუბრებოდი ქართველობაზე კაცურზე, სულ გვკიდია შენი ძიუდოო და ყველაფერიო შენ გასწავლით როგორ უნდა ზრდილობაო,მერე შემათრიეს სადღაც ოთახში მანდ უკვე ათზე მეტი იყვნენ და ყველა ერთდროულად მაგინებდა და მირტყამდა მე განვაგრძობდი გინებას საუბარს იმაზე თუ ქართველები ვართ და როგორ კადრულობთ ესეთ რამეს რომ ცხრამეტი წლის სპორტსმენ წესიერ ბიჭს ასე ურტყამთთქო ისეთ შეურაცხყოფას მაყენებდნენ გამეორებაც არ მინდა ამათი...მეც რათქმაუნდა არ ვტყდებოდი და რაც შემეძლო... უნდოდათ გავმტყდარიყავი ერთი სატანისსახიანი შემოვარდა მერე ვინაა ესო რაპანიკებშიაო მაგინებდა ისიც ტატამზე ხომ არ გგონია თავიო და იარაღი ამოიღო კუნთებით თუ ვერაო აი იარაღი აქ მაქვსო და ბლატაობდა მეთქი ეგ იარაღი ერთ ადგილას გაუშვითქო..ეს რომ ვუთხარი მერე ძირს დამაგდეს მუცელზე და მირტყამდნენ ისევ და ისევ მე იმაზე ვნერვიულობდი რომ ხვალ ჩინეთში მივდივარ ერთერთ საპასუხისმგებლო შეჯიბრზე და რამე არ დამიზიანონ და ჭიდაობა ვეღარ შევძლოთქო, მერე ესე ვიყავი რამდენიმე ხანი მერე წამომსვეს ბორკილებმა სისხლი გამიჩერეს შოკში ვიყავი მეთქი ერთი შეგნებული კაცი როგორ არავინ ხართ ყველა ერთნაირი რა ვუწოდო არ ვიცი დამთავრდა შენი კარიერაო მიმეორებდა ის სატანა ერთი დააჭყეტილი რაღაც საზიზღრობა, თავიდან ვინც წამიყვანა ამას ველაპარაკებოდი მეთქი ღამე როგორ გძინავსთქო ესეთ რაღაცებს რო აკეთებთქო თან აგერ პატრიარქის სურათი გიკიდია მეთქი შე უნამუსო.

 

ერთი იძახდა ფაქტი ჩაუდეთ ამასო და ეგააო წაათრიეთ კაპეზეშიო პროსტა რა ვუწოდო არვიცი ახალგაზრდა ბიჭს(მე) რომელიც სპორტსმენია რაღაცას აკეთებს სამშობლოსთვის თავისი ცხოვრება აქვს  და ესე ვიღაც ნაბიჭვრები ღირსებას ულახავენ ,ნერვები მეშლება ესეთი ნაბიჭვრების ხელში რომ ვართ მერე ვითომ რაღაცეებს ღადაობდნენ ვითომც არაფერი კარგ ხასიათზე მოვიდნენ "კაცური კაცები" "სამშობლოს დამცველები" მერე ერთი მეუბნება შენ საქართველოსთვის ჰიმნს რო უკრავ და დროშას წევ მაგას გვაყვედრიო? მე ყოველ დღე ტყვიას ვუდგავარ წინო ეს დაჭყეტული სატანა მეუბნება, მერე მივხვდი რო ამათთან ლაპარაკს აზრი არ ქონდა. როცა დაიღალნენ ეს მერე უკვე, მერე ერთს ვეუბნები ჩაიწერეთქო ლაპარაკი, ლაპარაკი ჩავიწერო ბოზი კი არ ვარო ამ ყველაფრის მერე მეუბნება,, და ესეთ გამწარებულს სიცილი ამიტყდა აქამდე არ ვიცოდი რა ხდებოდა მანდ მაგათ ბუდეში და ვერც წარმოვიდგენდი, თურმე რა ნაბიჭვრები არიან და ამის მერე ბედნიერად უნდა იარონ ამათმა ??? ვითომ არაფერი არაა? ხალხს რა დღეში აგდებენ. თავში მირტყამდნენ ამათი დედა ვატირე , მე კიდე თავს ვურტყამდი ბორკილები მედო თორე ყველას ერთად ვცემდი ეს ხო,,,,,

 


 

მერე დაწყნარდნენ "ჩვენი სამშობლოს დამცველები" და გამსინჯეს სხეულზე რამე სილურჯეები ხომ არ  მქონდა,უნდა შეგამოწმოთო რამე ხომ არ გჭირსო. ამის მერე მეუბნებიან, მოეწვათ ბიჭუნებს შეეშინდათ არ გვიჩივლოსო ალბათ ამათი... მერე ესე ვიჯექი რამდენიმე ხანი დაიღალნენ ბიჭები მეც არ გავტყდი რათქმაუნდა და მაგიტო გაჩერდნენ თავი რომ დაუხარო გადაგივლიან უფრო მერე სიმთვრალეზე შემამოწმეს მთვრალი ვეგონე, მეთქი რა მთვრალი სპორტსმენი ბიჭი ვარ მერე დავუმუღამე ვეღარ მაღიზიანებდნენ წყნარად მელაპარაკებოდნენ რა მიღწევები გაქვსო მე ხმას არ ვცემდი, მერე ერთი "ღადაობა დუმილის უფლებით სარგებლობსო",

 

რა მინდა ვთქვა,, როგორ უნდა იცხოვრო ესეთი ნაბიჭვრების ხელში ესე უბრალოდ ძმაო რატო მიწოდეო ტიპი მეუბნება მივყავარ და ესეთ რაღაცებს კადრულობენ ყველა ერთნაირი ჩამოსხმა როგორაა,, და არ მესმის აქ მუშაობდე და კაცი გერქვას ვინც არ უნდა იყო,, მერე ყველას ვუთხარი მეთქი სუფრაზე ადგებითთქო მერე და კაცობის და სამშობლოს სადღეგრძელოს იძახით და ხელბორკილებიან 19 წლის ბიჭს ესეთ რაღაცას უკეთებთ რატო რატო აი რატო მთავრობავ კი არა ყველას გეუბნები რატო უნდა ხდებოდეს ესე ,,, მინდოდა გცოდნოდათ და გაგეგოთ რა ნაბიჭვრები არიან ესენი როგორც შევძელი გადმოგეცით  გუშინდელი... ხვალ მე შეჯიბრზე წავალ და ვეცდები კიდევ ერთხელ ჩემი სამშობლო და ის ხალხი რომელსაც ეკუთვნის და მართლაც ქართველი ჰქვია ის გავახარო....და ამას ესე არ დავტოვებ...“-ეწერა ბექაურს.