ქართული გუნდი კვიპროსში (ვიდეო)

ვიდეორეპორტაჟი კვიპროსიდან - ანორთოსისი ლიდერობას არ თმობს

კვიპროსის ჩემპიონატის მე-12 ტურში თემურ ქეცბაიას ანორთოსისმა აელი 2:0 დაამარცხა, სადაც ქართველებმა თავიანთი წვლილი შეიტანეს. აღსანიშნავია, რომ მეორე გოლი ნიკა კაჭარავას ანგარიშზეა. ნიკას მსგავად ლორიაც, დაუშვილიც და ოქრიაშვილიც ძირითადში იყვნენ. ქართველი ფორვარდის გარდა ყველა მატჩის ბოლომდე გაისარჯა, 25 წლის თავდამსხმელი კი 82-ე წუთზე შეცვალეს.

 

სათქმელია, რომ კვიპროსის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში გიორგი ლორიამ 10 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 6-ჯერ კარი მშრალად შეინახა.

 

აღნიშნულ დაპირისპირებას Leadersport.ge დაესწრო.