ბასკონიას ზედიზედ მესამე

მომდევნო მატჩს ბასკონია 20 დეკემბერს შინ ბარსელონასთან გამართავს

ევროლიგის რეგულარული გათამაშების მეცამეტე ტურში, ბასკონიამ ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. თორნიკე შენგელიამ, მეტ ჯენინგმა და კომპანიამ, ასევე ესპანური გრან კანარია მათსავე დარბაზში 84:71 დაამარცხეს. ვიტორიული საკალათბურთო კლუბისთვის ეს თუ მიჯრით მესამე მოგება გახლდათ, სამაგიეროდ გრან კანარიამ ზედიზედ სამი მოგებული მატჩისგან შემდგარი სერია შეუწყდათ.

 

ბასკონიას რიგებში საუკეთესო, საქართელოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი მეტ ჯენინგი იყო, რომლის ანგარიშზეც 16 ქულაა, ხოლო თორნიკე შენგელიამ პარკეტზე გატარებულ 20 წუთში თავი 7 ქულას მოუყარა.

შარშანდელი სეზონის მსგავსად, ევროლიგის სტარტზე ბასკონია წლეულსაც ცუდად გამოიყურებოდა და ზედიზედ რამდენიმე მატჩი დათმეს, თუმცა შემდეგ მოუმატეს და პლეიოფში გავიდნენ. ახლაც, 13 ტურის შემდეგ ბასკონია 6 მოგებით მეცხრე ადგილზეა და პლეიოფის ზონას ცოტა აშორებს.

 

მომდევნო მატჩს ბასკონია 20 დეკემბერს შინ ბარსელონასთან გამართავს.