მიქელთაძე ტრავმირებულია

ტრავმა და საგოლე გადაცემა - ქართველები რუბინში (ვიდეო)

რუსეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში ყაზანის რუბინი სოჭს ესტუმრა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ზურიკო დავითაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ხვიჩა კვარაცხელიათი შეცვალეს, რომელმაც საგოლე გადაცემა მიითვალა. რაც შეეხება ბექა მიქელთაძეს, ქართველი ფორვარდი განაცხადში არ ყოფილა.

 

განაცხადში არყოფნის მიზეზი თავად ფეხბურთელს ვკითხეთ და როგორც აღმოჩნდა მიქელთაძე ტრავმირებულია.

 

„ვარჯიშზე კოჭი გადამიტრიალდა და ამიტომაც ვერ ვითამაშე. სერიოზული არაფერია, 4-5 დღე დავისვენებ და ჩვეულებრივად გავაგრძელებ ვარჯიშს,“-გვითხრა მიქელთაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ 22 წლის ფეხბურთელი რუბინში წლეულს ზაფხულში ანორთოსისიდან გადავიდა. მიმდინარე სეზონში ბექამ 11 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.