საგინაშვილმა ლალეტინი გაანადგურა! - მსოფლიოში საუკეთესო მკლავჭიდელი! (ვიდეო)

ლევან საგინაშვილმა ტოპ 8 მოიგო!

პოლონეთში გამართულ ფინალში, მსოფლიოს 7 გზისა და ევროპის 6 გზის ჩემპიონმა, ლევან საგინაშვილმა, მსოფლიოს ტოპ 8 მკლავჭიდელის ტურნირზე, რუსი ვიტალი ლალეტინი 6:0 გაანადგურა და ამ სპორტში მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენის წოდება მოიპოვა!

 

ქართველმა ჰალკმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისთვის მოწინააღმდეგეს მნიშვნელობა არ აქვს, პირველ წრეში ამერიკელი ტიმ ბერესინი, ხოლო, მეორე წრეში, ყაზახი კიდგირბალი ონგარბაევი ერთნაირი გამანადგურებელი ანგარიშებით დაამარცხა, ისე, რომ ოპონენტებს არც ერთი რაუნდი არ მოაგებინა - 6:0. 

 

ამ სპორტის რუსი ექსპერტები ლალეტინის მიმართ საკმაოდ ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილნი, თუმცა ლევანმა მას შანსი არ დაუტოვა!

 

შეგახსენებთ, რომ ლიდერბეთმა როგორც ლევან საგინაშვილთან, აგრეთვე K1-ში მსოფლიო ქამრის მფლობელთან, გიგა კუხალაშვილთან მემორნადუმი გააფორმა. როგორც საგინაშვილმა აღნიშნა, ისეთ დიდ კომპანიასთან, როგორიც ლიდერბეთია, აქამდე პარტნიორული ურთიერთობა არასდროს ჰქონია. 

 

გეტყვით, რომ ლევან საგინაშვილმა, ტოპ 8-ში გამარჯვებით დაახლოებით 50 000 დოლარი გამოიმუშავა.