სუპერლიგა. VIII ტური. საუკეთესოები

როდესაც საჭირო იყო, ბუბამ თამაში იდეალურად წაიყვანა. 

რუსთავმა ძალიან მაღალი დონის კალათბურთი ითამაშა, მაგრამ ეს ჯერ ერთი ტესტია. დაველოდოთ. ამ შემადგენლობით გუნდმა კარგი კალათბურთი ცოტა ხშირად უნდა გვაჩუქოს.

ამ ტურში ბევრი სხვა საინტერესოც მოხდა.

 

Top 5

ჯეიმს მილიკენი (ქუთაისი) – 19 ქულა, 4 მოხსნა, 4 პასი და პრინციპული გამარჯვება ბათუმთან. მილიკენს აკლია სტაბილურობა, მაგრამ კლასით ასაღებს მაინც იღებს. ქუთაისმა სერიოზული თამაში წამოიღო.

ლოუელ ქაბილი (მგზავრები) – 22 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი დინამოსთან არარეალურ შეხვედრაში, რომელშიც მგზავრებმა თითქმის ყველაფერი ჩააგდო. აუტსაიდერი სახიფათო გუნდი გახდა. ჯერ, აუტსაიდერი.

ჯასტინ ევერეტი (კაქტუსი) - მძიმე, აგრესიული კალათბურთი ტიტებთან. პრინციპულ ჩეხვაში, რომელიც კაქტუსმა 69:67 მოიგო, ევერეტმა 23 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი, 2-2 ჩაჭრა-დაფარება აკრიფა.

ილია ლონდარიძე (რუსთავი) - საქართველოს ნაკრების წევრი კლუბში სათადარიგოა, მაგრამ არ კარგავს კლასს, სტაბილურობას. 18 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი, 13/8 ზუსტი სროლა. სეზონის საუკეთესო მეექვსე მოთამაშე.

გიორგი ტურძილაძე (თსუ) – 26 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი, 2 დაფარება, 1 ჩაჭრა ცხუმ-აფხაზეთთან. 19/13 ზუსტი სროლა და მაშინ, როდესაც საჭირო გახდა, ლიდერის ლიდერმა აკრიფა. კლასი.

 

მთავარი მწვრთნელი - ბუბა ბერიშვილი (მგზავრები). საბოლოო ანგარიში (111:70 დინამოსთან) არ არის გადამწყვეტი. ბოლოში ორივე გუნდი ინერციით თამაშობდა. და, როდესაც საჭირო იყო, ბუბამ თამაში იდეალურად წაიყვანა. და მაგრად მოიგო.

საუკეთესო მოთამაშე - გიორგი ტურძილაძე (თსუ). არა მხოლოდ ამ კონკრეტული თამაშის, მთლიანად რეგულარულის საუკეთესო მოთამაშე. რეზო როგავასთან ერთად. თსუ-ს ცენტრი დომინანტია. ბრავო.

ფოტო: www.gbf.ge