პეპმა აღიარა: საქმე ცუდად არის

სიტის კრიზისი გვარდიოლამ დაადასტურა

მან.სიტის მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ აღიარა: გუნდში საქმე ცუდადაა!

„ლივერპული, მანჩესტერი, ბარსელონა, რეალი, იუვენტუსი - დღესდღეობით ამ გუნდებთან გვიწევს თამაში. ჩვენ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და ვთქვათ, რომ არ ვართ იმ დონეზე, ამ გუნდებს კონკურენცია გავუწიოთ, თუმც პროგრესისკენ სვლა კი გვმართებს..“

გვარდიოლამ ეს მანჩესტერთან მატჩის მეორე დღეს თქვა, ცივ გონებაზე, როცა 1:2 წაგების შემდეგ ემოციები უკვე დამცხარი ჰქონდა. 
„ჩვენ არ ვფიქრობთ ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე, არ ვფიქრობ რამდენი ქულა უნდა მოვაგროვოთ, ან მეტოქეებმა რამდენი დაკარგონ. სხვა ტურნირებზეც ვთამაშობთ,“- ამბობს სიტის თავკაცი.

 

და კიდევ, ჩანს რომ პეპ გვარდიოლამ ლივერპულთან მეტოქეობაზე ხელი უკვე საბოლოოდ ჩაიქნია.

„რაც მოხდა მეტოქეების ოსტატობისა და ცხადია, ჩვენივე ბრალია, თუმც არის ისეთი გარემოებები რაზეც გავლენას ვერ მოვახდეთ. ლივერპულს უკვე 14 ქულით ჩამოვრჩებით, ეს კი ბევრია. ისღა დაგვრჩენია, არსებული ვითარების სიმძიმე ვაღიაროთ,“- თქვა ბოლო ორი პრემიერლიგის მომგებმა ესპანელმა სპეციალისტმა.