როგორი იქნებოდა შალკე...

როგორი იქნებოდა გელზენკირხენის შალკე, მათგან საუკეთესო ფეხბურთელები რომ არ წაეყვანათ? უფრო სწორად, შალკეს რომ არ გაეყიდა.

ადრე გვეწერა პორტუს, ლიონისა და აიაქსის ასეთ თერთმეტეულზე. აბა, ვნახოთ, როგორი იქნებოდა დღეს  შალკე.

 

შეგახსენებთ, გელზენკირხენულ გუნდში ლევან კობიაშვილი და ლევან ყენიაც თამაშობდნენ. კობიაშვილი წლების განმავლობაში გუნდის ერთ–ერთი საკვანძო ფეხბურთელი იყო, ყენიამ კი ტრავმა მიიღო და მერე როგორი დაღი დაესვა კარიერას, ამაზე აღარ გავაგრძელებთ.    

ნოიერი – კერერი, მატიპი, კოლაშინაცი – რაკიტიჩი, გორეცკა, გუნდოგანი, იოზილი – დრაქსლერი, ბოატენგი, სანე. მშვენიერია...