ანჩელოტი წასვლაზე ალაპარაკდა

იტალიური კლუბის თავკაცმა გუნდიდან შესაძლო გათავისუფლებაზე ისაუბრა

ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, გუნდიდან შესაძლო წასვლაზე ისაუბრა. იტალიელის თქმით, მას კლუბიდან გათავისუფლების არ ეშინია.

 

"მწვრთნელი ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს. მოდუნების საშუალება არ მაქვს. კარგად მესმის, რაზეც ვსაუბრობ - ეს შეგრძნება უვკე არაერთ კლუბში გამოვცადე. როდის უნდა გამანთავისუფლონ? სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს. თუკი გარკვეული მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ბუნებრივია, გარკვეული გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს, თუმცა ახლა ამაზე არ ვფიქრობ. ამ მომენტში გუნდზე ვარ კონცენტრირებული. საკუთარ შედეგებზე პასუხისმგებელი ვარ. ჩემპიონატში პრობლემები გვაქვს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაში პროცესები კარგად მიმდინარეობს", - განაცხადა ანჩელოტიმ.

 

შეგახსენებთ, რომ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ნაპოლი მე-7 პოზიციაზე იმყოფება. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას - კარლო ანჩელოტის შეგირდები პლეიოფში მოხვედრასთან ახლოს არიან.