ნევილი: მარსიალმა დამაბნია

გარი ნევილმა ენტონი მარსიალზე ისაუბრა

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა კაპიტანმა, გარი ნევილმა, ენტონი მარსიალზე ისაუბრა. ინგლისელი მიიჩნევს, რომ ფრანგი შემტევი მოლოდინებს ჯერჯერობით ვერ ამართლებს.

 

"დავიბენი, რადგან ვერ ვხვდები ის კარგი შემტევია თუ არა. ზოგჯერ მეჩვენება, რომ ენტონი ბრწყინვალე მოთამაშეა, ერთი კვირის შემდეგ კი საპირისპიროს ვხედავ. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ მანჩესტერმა ის არ უნდა გაყიდოს. ჩემი აზრით, თუ მარსიალს ბოლომდე ვენდობით, ის მეტად თავდაჯერებული გახდება და სეზონში 20-25 გოლს გაიტანს", - განაცხადა ნევილმა.

 

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ იუნაიტედმა ფრანგი შემტევი 2015 წელს მონაკოდან შეიძინა. ინგლისელებმა მარსიალში 40 მილიონი ევრო გადაიხადეს.