თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს თასზე ფინალისტები გამოვლინდნენ

ბათუმში საქართველოს თასმა სტარტი აიღო 

ბათუმის სპორტის სასახლეში ჭიდაობაში საქართველოს თასმა აიღო სტარტი. აღნიშნული ტურნირის შედეგები იმოქმედებს ჩვენი ნაკრების შემადგენლობაზე.

 

ტურნირის პირველ დღეს ფინალური წყვილები 5 წონაში გამოვლინდნენ:

 

ოთარ გოგავა (ხონი) – რამაზ თურმანიძე (აჭარა) (57 კგ)

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (გორი) – ედემი ბოლქვაძე (სამტრედია) (65 კგ)

 ავთანდილ კენჭაძე (ამბროლაური) – გიორგი სულავა (ქუთაისი) (74 კგ)

დავით მარსაგიშვილი (ყაზბეგი) – სანდრო ამინაშვილი (თბილისი) (86 კგ)

გივი მაჭარაშვილი (მცხეთა) – ზვიად მეტრეველი (ონი) (97 კგ)

 

სამწუხაროდ, აღნიშნული ტურნირი მსოფლიო ჩემპიონებმა - გენო პეტრიაშვილმა (125) და ზურაბ იაკობიშვილმა (70) ტრავმების გამო გამოტოვეს.

 

ტურნირის ფინალური ბლოკი 10 დეკემბერს 17:00 საათზე დაიწყება. ფინალებამდე 61, 70, 79, 92 და 125 კგ. წონითი კატეგორიის მოჭიდავეები წინასწარ შეხვედრებს ჩაატარებენ.