რეალი 100 მილიონს ითხოვს

ბლანკოსი კვლავ უარზეა 

არახალია, რომ ისკოს მადრიდის რეალის დატოვება სურს. მას მერე, რაც ბლანკოსი სანტიაგო სოლარიმ ჩაიბარა, ესპანელ ვარსკვლავს საკმაოდ მცირე სათამაშო დრო ეძლევა, რაც მისი უკმაყოფილების მიზეზია.

 

მოგეხსენებათ 22-ე ნომრის გადაბირება მანჩესტერ სიტის აქვს ჩაფიქრებული. მისი შეძენა პირადად პეპ გვარდიოლას უნდა. ქალაქელთა თავკაცი ისკოს დიდი გულშემატკივარია და ძალიან სურს, რომ ახალი წლიდან სწორედ მანჩესტერული გუნდის მაისურის მოირგოს.

 

ესპანურ მედიაში დაიწერა, რომ რეალი ისკოს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუშვებს, თუ სიტის მესვეურები მასში 100 მილიონ ევროს გადაიხდიან. ამ საკითხთან დაკავშირებით მანჩესტერელთა პოზიცია ჯერ-ჯერობით უცნობია.

 

მიმდინარე სეზონში ისკომ 17 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.