ჩვენები და ნაღდები

... პაბში მეთევზესთან მოჩხუბარი, პოლიციელისთვის ხელის შემომკრელი და მოკლედ, გიჯმაჟი. 

რახან ზამთრის პირი მენეჯერთა დაფრენის და ახალ სახელთა წარმოჩენის დრო გამოდგა, პრემიერლიგას ერთგვარი დამატებითი მუღამიც მიეცა. საქმე კი ასეა, რომ წინ გაჭრილ ლივერპულს ხომ მისდევს კარგა მოშორებული ლესტერი, სიტი კი ჯერაც ამათ უკანაა. 

ამათ დაბლა  მთელი ორომტრიალია. რახან იუნაიტედმა ეტიჰადზევე დაამრცხა გვარიდოლას გუნდი მანკუნიანურ დერბიში, ხოლო მარკუს რაშფორდს რაგინდარა მეთოთხმეტე თამაშია გოლი გააქვს, მიწყნარდა მედიაში წამოწყებული ლაპარაკები, აბა, ვინ იქნება სულშერის შემცვლელიო. 

რაღაის შემცვლელი, კაცმა სიტი დასცა მისსავე ბუნაგში და თამაშითვე აჯობა. თანაც, იუნაიტედი კაი ხანია აღარ აგებს და აცოცდა კიდეც მეხუთე საფუხრამდე, სადაც, მაღლა ჩელსი ჰყავს, დაბლა კი, ტოტნეჰემი. რა-რა და პრემიერლიგას ნამდვილად აკლდა ჟოზე მოურინიუს მომჟავო სახე. უყვარს ამ კაცს ინგლისი, არ შეუძლია უმისოდ და კი ვიცთ, რომ  პორტუგალიელის ვარსკვლავური საათი უკვე ჩავლილია, მაგრამ ეს ხომ მაინც ჟოზეა  და მაინც იქაა, სადაც ყოველთვის უნდოდა და უნდა. 


სანამ ჟოზე ტოტენჰემურ გამარჯვება-დამარცხებებს ეგუებოდა, დროებითი მენეჯერის ფრედი ლუნგბერგის ხელში მეთოფეეებმა პირველი თამაშიც მოიგეს. გასტუმრებული ემერის მაგიერ, სამწვრთნელო შტაბინდან შვედის ამოწევას ის ახსნაც გამოუჩნდა, რომ იგი ნამდვილი მეთოფეა, ჩვენებური სისხლი უდუღსო. რა თქმა უნდა, გვახსოვს მისი გაჟმაჟი რბენები ჰაიბერიზე და მისივე იროკეზის მეწმაულად ნაღები თმაცა.

საერთოდ, ასეთ რამეებზე ახლა ინგლსში ხშირად ლაპარაკობენ, კლუბის გულიდან ამოზრდილიო, კლუბთან სულიერი ძაფებით და განცდით დაკავშირებულიო და სხვაც ამგვარს. იგივე სულშერზე, ახლა კიდევ ლიუნგბერგზე. სწორედ ასეთი ხალხი ამრთლებს საჭესთან როცა გუნდის გაცოცხლებაა საჭიროო. 

თუმცა, მთავარი სალაპარაკო გასულ უქმეებზე სულ სხვა ვინმე შეიქნა: ერთი გიჟმაჟი სქოთი კაცი, რომელიც ბრიტნაული მინდვრებიდან და მინდვრისგარეთა ამბებიდან ყველას ახსოვს. დანკან ფერგიუსონი ევერტონის დროებითი მენეჯრია მარიო სილვას გასტუმრების შემდეგ, მის ხელში ევერტონმა აღმაფრენით მოიგო, თავად დანაკანი კი, მინდვრის კიდეზე გადაირია და ხალხს ის დროება შეახსენა გუდისონ პარკზე რომ დაქროდა და დაუვიწყარი თავურები გაჰქონდა.  


ფერგიუსონი ევეროტნში ბოლო ოთხი მწვრთნელის შტაბში უწყვეტად ყოფილა და აჰა, გასაჭირისას შანსიც მიეცა. მანამდე ამბობდნენ, გუნდში უეჭველად დევიდ მოიესს დააბრუნებენ, რომელსაც კლუბზე დიდი ამაგიცა აქვს და მშობელკედლობაც მოელის ოდესღაც კარგი ევერტონის შემქმნელ მწვრთნელსაო. თუმცა, დანკანი ის კაცია, ვინც  ტერასებზე დღემდე ძვირფას, როგორც იტყვიან საკულტო კაცად ითვლება, მკერდზე კი სვირინგად ევერტონისავე ღერბი აქვს ამოტვიფრული. 

ასეთი ჯეილია, ლამის ორმეტრიანი,  მყივრალა, მუშტის გამქნევი, ციხეში ჩხუბებისთვის ნაჯდომი, ერთი იშვიათი ფეხბურთელთაგანი, მინდორზე კაცისთვის თავის ჩარტყმის გამო სატუსაღოში რომ მოხვდა ახალგაზრდობაში,  საკუთარ სახლში ორჯერ შემოპარული მძარცველების მცემელი და გამკოჭავი, პაბში მეთევზესთან მოჩხუბარი, პოლიციელისთვის ხელის შემომკრელი და მოკლედ, გიჯმაჟი. 

ეგება სწორიცაა, რომ ახლა ევერტონს სწორედ გიჟმაჟი შინაური თუ გამოაფხვიზლებს, რახან ერთგულებასა და კლუბის სისხლხორცეულობაზეა ლაპარაკი. რატომ არა? 


ფერგიუსონი ემოციური ფეხბურთელი იყო, ამხელა კაცი რაღაცნაირად ისე თამაშობდა, რომ გამხსოვრდეობდა სწორედ საქმეში გულის გამოხატულად მონაწილეობის გამო. ევერტონული ცხოვრების შუალედში ნიუკასლში გადასულს მშვენიერი წყვილი გამოუვიდა ალან შირერთან. ფეხბურთელი იყო, მოკლედ, ცოტა ძველბური მარა ნაღდი. 

მშობლიური ხალხის დროაო და აბა, ვნახოთ