შერმადინი შეუჩერებელია, თუმცა, ტენერიფემ წააგო...

შერმადინის ბრწყინვალე თამაში

ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, გიორგი შერმადინის ტენერიფე რუსეთში ნიჟნი ნოვგოროდს დაუპირისპირდა. ქართველი კალათბურთელის გუნდი ფავორიტი იყო, თუმცა, დაძაბულ ბრძოლაში, ამ ტურნირზე პირველად დამარცხდა  - 72:75

 

ესპანური გუნდის რიგებში კვლავინდებურად გამორჩეული გიორგი შერმადინი იყო. ჩვენებურმა MVP-ის დარი თამაში აჩვენა, 27:53 წამში, 19 ქულა მოიპოვა, 7 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი +28 იყო. რითაც ამ შეხვედრის MVP გახდა.

 

 

ეს მარცხი ტენერიფესთვის კატასტროფა ნამდვილად არ არის, ის ჯგუფში პირველ ადგილზე დარჩება და ნიმბურკმა თუ მოიგო, მხოლოდ 1 გამარჯვებაში მიუახლოვდება...

 

ჩემპიონთა ლიგაში, შემდეგ ტურში, 17 დეკემბერს, ტენერიფე აუტსაიდერ მორნარ ბარს მიიღებს.